აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისოდ ითხოვდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ. ინფორმაცია "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიამ, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაასაჯაროვა:
"ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონში და კიევში და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერ თანამდებობაზე", - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, კელი დეგნანს ამ მოთხოვნის პასუხად უთხრეს, რომ "საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამჯდარიყო და თავის საქმისთვის მიეხედა".
დღევანდელ გადაცემაში ნიკა გვარამიამ ბოლო წლებში, ჯონ ტეფტიდან დაწყებული ამ დრომდე, საქართველოში დიპლომატიურ მისიით ჩამოსულ აშშ-ს ელჩებზე მათ საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა. მიმოიხილა მათი და მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებები და რეაქციები თუ ურეაქციობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.