თავდასხმა ჟურნალისტზე, ქველაძეებზე, ცუცქირიძეზე... - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ნულოვანი რეაქცია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ამერიკის ელჩ კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის იმ რეაქციაზე  საუბრობს, რომლის მოლოდინიც, წინასაარცევნოდ თუ საარჩევნოდ მომხდარ მუქარის, ცემის, შანტაჟისა და ძალადობის  ფაქტებს უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, რეაგირება იყო - ნულოვანი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების რეაქცია იყო ნულოვანი, დუმილი, არც ერთი ზარი ჩვენს ტელევიზიაში. არცერთი მოკითხვა მძიმედ დაზარალებული ჟურნალისტის, ყრუ კედელი. 

როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ელჩების რეაქცია - ნულოვანი, დუმილი, ყრუ კედელი. 

როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების რეაქცია - ნულოვანი, დუმილი, ყრუ კედელი. 

როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების რეაქცია - ნულოვანი, დუმილი, ყრუ კედელი. 

ეს ხომ ვანახეთ, ეს ხომ ჩანს, ამას ხომ არ სჭირდება ეუთოს და ოდირის დასკვნები, ეს ხომ ეკრანზეა, როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების რეაქცია. ნულოვანი, დუმილი, ყრუ კედელი.

ამავე გადაცემაში ნიკა გვარამიამ, წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ კელი დეგნანი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი არ დაენიშნათ თანამდებობაზე, რისთვისაც, მან საერთაშორისო ზარები განახორციელა. 

აშშ-ის საელჩოზე საუბრისას, არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს საელჩოს მედიასთან ურთიერთობის ატაშემ "მთავარი არხის" დამფუძნებელს "შეიარაღებული ბანდის მეთაური" უწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი