იცოდეთ, რომ 1 პარტიას ემსახურებით, ნაცვლად ხალხისა - აქტივისტები ბათუმის პოლიციას

გამოქვეყნდა:

აქტივისტებმა ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს მოძალადე პოლიციელები გამოავლინეს. სამართალდამცველი, რომლის იდენტიფიცირებაც გუშინდელი დაკავებების შემდეგ მოხდა, აქციის მონაწილეების მტკიცებით, მათზე ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

თავისუფლების კვარტალში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ჯამში აქციის 6 მონაწილე დააკავეს. კონფლიქტის შემდეგ კი, სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის სახლის წინ კვერცხები მიიტანეს და პოლიციელები კანონისა და სამართლის აღსრულების ნაცვლად, ივანიშილის დავალებების შესრულებაში დაადანაშაულეს.

"სირცხვილი თქვენ, პოლიციელებო. სახლში რომ კანფეტებს მიუტანთ ბავშვებს, იცოდეთ, რომ სისხლით არის მორწყული ქართველი ხალხის. იცოდეთ, რომ პარლამენტში ერთი პარტიაა მარტო და ამ ერთ პარტიას ემსახურებით თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახურებოდეთ", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის პოლიცია ბიძინა ივანიშვილის და თორნიკე რიჟვაძის პირად დაცვად იქცა.

"პოლიცია იქცა ბიძინა ივანიშვილის და თორნიკე რიჟვაძის პირად დაცვად, მონებად. მე არ ვარ ივანიშვილის მონა და ვაპროტესტებ იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში", - ამბობს აქციის მონაწილე, იანა ზაიცევა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია ერთი თვეზე მეტია, მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი