ბათუმში ოპოზიციის წევრები მოძალადე სამართლდამცველების ვინაობას ასაჯაროვებენ

გამოქვეყნდა:

პოლიციელები, რომლებიც ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, იდენტიფიცირებული არიან.

ოპოზიციის წევრები მოძალადე სამართლდამცველების ვინაობას ასაჯაროვებენ:

  • დავით მაღრაძე - ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი;
  • ირაკლი ბასილაძე - ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე;
  • თემურ ადუაშვილი - დასავლეთ საქართველოს პოლიციის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

"ყველამ ვნახეთ, თუ როგორ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, რაც წინა დარბევებთან შედარებით გამორჩეული იყო. ეს ნიშანია იმისა, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლება აპირებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევას, მაგრამ გუშინ იყო უპრეცენდენტო დარბევა პოლიციის მხრიდან - გადათელეს აქტივისტები, დაგვირბიეს კარვები, დაგვიმტვრიეს მაგიდები, ჩამოგლიჯეს ბანერები. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, თუ რომელი სამართალდამცველი გადადიოდა თავის უფლებამოსილებას და იყენებდა ძალას არაპროპორციულად", - ამბობს  "ენმ"-ის წევრი, ბონდო თედორაძე.

აქციის 6 მონაწილე კი, რომლებიც თავისუფლების კვარტალში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

"ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. ამით ბიჭები დასაჯეს იმიტომ, რომ 40 დღეა უკვე აქციაზე არიან. ამით გვაშინებენ. ესენი არიან ზონდერჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გომელაურისა და რიჟვაძის დაკვეთით", - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია ერთი თვეზე მეტია, მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი