"სოლიდარობა ნიკა გვარამიას" - ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსფარენტები გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობა ნიკა გვარამიას", "შეწყდეს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები", "საქართველოში ამერიკის ელჩმა კეთილსინდისიერად  შეასრულოს მისი მისია", - ამ ტრანსფარენტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ერთკაციანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კახა ნემსიწვერიძის თქმით, ქვეყნის მდგომარეობა გაუსაძლისია, ხელისუფლების ცვლილება კი - აუცილებელი.

"სრული განუკითხაობა და ქაოსია. ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მოშლილია. უფსკრულის წინაშე ვართ. დროა ხელისუფლება შეცვალოს", - ამბობს აქციის მონაწილე, კახა ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც ამბობს, შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი