ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუანახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამინდელი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. 

მისი თქმით, ნიკა გვარამია თავს ესხმის დასავლურ ღირებულებებს და მისი პერფორმანსები "გაბომჟებული საცოდაობის" გამოხატულებაა.

"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს ძალიან მძიმე სანახავია პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდა ის და მისი თანამებრძოლები გეგმად. ეს გეგმა ჩაფლავებულია და რეაქციაც არის განწირული ადამიანის. ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ასეთ თავდასხმას ახორციელებს.

ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომაა გაღიზიანებული?

ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა. ეს არის საცოდაობა, სანახობა კი არა. ტვ1 და "მთავარი არხი" ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან არის მიკროფონით მოტყუებით ბინებში და სახლებში შევარდნილი. ამიტომ გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს ოჯახი და დაიცავით ყველამ სტანდარტი. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე მე, რა თქმა უნდა, არ გადმოვყრი", - ამბობს თეა წულუკიანი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც ამბობს, შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი