ხელისუფლება აპირებს შეგვაჩვიოს ციფრებს - ეპიდემიოლოგები სიკვდილიანობის ზრდის პროგნოზზე

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგების აზრით, გარდაცვალებისა და ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან სისტემა სრულად გაუმართავია და არაფერი გაკეთებულა მძიმე პაციენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, PCR ტესტების რაოდენობა შემცირდა, რაც ინფიცირების რაოდენობის სწორ სურათს ვეღარ გვაძლევს. 

"პანდემიის გავრცლების მხრივ პირველ ადგილზე ვიყავით მსოფლიოში, რაც გადაცდომისა და უცოდინრობის შედეგია. სტაბილურ კლებაზე საუბარი რთულია, რადგან ტესტის რადენობა 3-ჯერ ნაკლებია წინა პერიოდებთან შედარებით", - ამბობს ექიმი, ლევან ანთაძე.

თავის მხრივ, ეპიდემიოლოგი, ვახტანგ კალოიანი ფიქრობს, რომ გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად ძალიან დიდია, მით უფრო იმ ფონზე, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი.

"ნაბიჯი არ გადადგმულა სიკვდილიანობის შესამცირებლად, ესაა ყველაზე დრამატული. ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი აპირებენ შეგვაჩვიონ ციფრებს", - ამბობს კალოიანი.

მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე "ლოქდაუნის" დადებით შედეგებზე დღესაც ისაუბრეს თამარ გაბუნიამ და ამირან გამყრელიძემ, ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ შეზღუდვებიდან 2 კვირა გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. 

"იმატა სწრაფი ტესტების რაოდენობამ - ეს პრობლემაა. ასევე პრობლემად რჩება გვიანი დიაგნოსტიკა", - თქვა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გამყრელიძის აზრით,  მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

მანვე თქვა, რომ შემთხვევების რიცხვი მრუდზე უკვე იკლებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია.

ბოლო კოვიდსტატისტიკა ასეთია:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი