
ხელისუფლების მთავარი სამიზნე გაყალბებული არჩევნების შემდეგ "მთავარი არხი", მისი დირექტორი, არასამთავრობო სექტორი, კრიტიკული მედია და მთლიანად დიქტატურის გაფორმებაა. ამ შეფასებას აკეთებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთ.
დღის სტუმარში" საუბრისას გუგავა იუსტიციის ყოფილი მინისტრის და განათლების კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ცინიკურ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ წულუკიანს საშუალება რომ ჰქონდეს, სიამოვნებით გამოკეტავდა ადამიანებს გაზის კამერაში:
ძველ ბერძენ ფილოსოფოს დიოგენეს აქვს გამოთქმა, ხმა ამოიღე რომ დაგინახონ, ანუ შეგიცნონ. როდესაც ადამიანი საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებებზე ადამიანების მიმართ, მოვლენებს მიმართ, წარმოაჩენს საკუთარ თავს. ქალბატონმა წულუკიანმა მთლიანად წარმოაჩინა საკუთარი სახე, საკუთარი კომპლექსები, გამოჩნდა რა ხვითოც არის და მე ქალბატონი წულუკიანი მაგონებს ფაშისტური გერმანიის ესესელ ოფიცერს, რომელიც ადამიანებს ცინიკური ღიმილით მიუძღვებოდა გაზის კამერისაკენ" ამბობს გუგავა.
წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.