ხვალ, 15 დეკემებრს, 12 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნა. სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დაინიშნოს 2020 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე", - ნათქვამია განკარგულებაში
დღის წესრიგი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
აჭარის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ერთპარტიული იქნება. ოპოზიცია გაყალბეული არჩევნების გამო საბჭოში შესვლას არ აპირებს.
ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" და ენმ-მ მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია ერთი თვეზე მეტია, მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.