ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო, დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა,  რასაც ოჯახი უარყოფს.

ბიძინა ესებუას ადვოკატი კი ამბობს, რომ პოლიცია მიმალვაში მყოფ ბადრი ესებუაზე ზეგავლენას ძმის დაკავებით ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი