ინგლისში კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, ინგლისის რამდენიმე ნაწილში კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი აღმოაჩინეს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა, თქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემთხვევების შესახებ უკვე იცის და რომ ბრიტანელი მეცნიერები საკითხს დეტალურად შეისწავლიან.

"ინგლისის სამხრეთ ნაწილში ახალი ვარინატით დაინფიცირების დაახლოებით 1 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აუცილებელია კორონავირუსის მუდმივი კონტროლი ვაქცინის ფართოდ გავრცელებამდე", - ამბობს ჰენკოკი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შესაძლო მუტაციებზე ლაპარაკი ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო.

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა მოლეკულურმა ბიოლოგმა, ცოტნე ჯავახიშვილმაც დაწერა, რომ ვირუსი გაზრდის მუტაციების სიხშირეს; საჭირო იქნება ახალი ვაქცინების შემუშავება, როგორც ეს გრიპის ვაქცინას სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი