კრიზისისა და გაძვირებული პროდუქტები ფონზე, თბილისის მერია 2 მილიონ 700 ათას ლარს, ისეთ ტენდერებზე ხარჯავს, როლის შესრულებაც კოვიდ პანდემიის გამო, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის ბიუჯეტის 261 მილიონი ლარით შემცირების ფონზე, 100 ათასი ლარი მხოლოდ ფეირვერკების, ხოლო 216 ათასი ლარი კონცერტების დიდ ეკრანებზე გასაშვებად დაიხარჯება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობა კონცერტს ვერ დაესწრება და მისი ყურება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით შეეძლება.
"თბილისი მერიამ გამოაცხადა 13 ტენდერი 2 700 000 ლარის ღირებულების, რომელიც ემსახურება 2021 წელს გამასამართი კონცერტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვას, მათ შორის 22 წლის საახალწლო კონცერტივსთის მომსახურება შეისყიდა. ეს ყველაფერი ხდება იმ პორობებში, როცა თბილისი ბიუჯეტი ამ წელს 200 მილიონზე მეტით მცირდება, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლდება დიდი თანხა, ადამიანები უმუშევრები რჩებიან, თუმცა იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები", - თქვა "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ.
"შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელი, ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება კორუფციის რისკთან ყოველთვის ახლოსაა და ფაქტია, რომ ამ მძიმე ვითარებაში ამდენი მილიონი ლარი იხარჯება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში მინიმუმ 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია და უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური რაციონი მომავალი წლისთვისაც 1.3 ლარით განისაზღვრება.