ბათუმში პოლიციამ აქციის 7 მონაწილე დააკავა - უმაღლესი საბჭოს სხდომა პროტესტის ფონზე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება იყო პოლიციასა და აქტივისტებს შორის ბათუმშიც, სადაც სამართალდამცავებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად აქტივისტებმა შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს. 

ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლები ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს სხდომას და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. დაკავებულებს შორის მოხვდა ორგანიზაციის თავმჯდომარეც.

"არაერთი მოწოდება იყო როგორც სამთავრობო თანამშრომლებისმხრიდან, ისე პოლიციის მხრიდან, არცერთ ჩვენ მოწოდებას არ დაემორჩილნენ და დაკავებულები არიან. ძალიან ბევრჯერ მოუწოდა, სამართალდარღვევას ნუ სჩადიოდნენ", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით, ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ 7 ადამიანის დაკავების შემდეგ მათთან აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა და დაკავებებეს აზრი არ აქვს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ "ქართულმა ოცნებამ" დავით გაბადაძე მის მოადგილედ კი ტიტე პროშიძე აირჩია. 

"როდესაც აკეთებ გაანცხადს, რომ შენ უნდა იყო კანდიდატი ამა თუ იმ არჩევნებზე და უშვებ, რომ შეიძლება არჩეული იყო, ბუნებრივია ამ არჩევის შემგდომ უნდა გამოიყენო ეს მანდატი და უნდა მოუსმინო ამომრჩეველს, თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, ძალით ბუნებრივია, ვერავინ ვერავის ამუშავებს", - თქვა "ოცნების" წარმომადგენელმა.

ოპოზიცია პორტესტის ნიშნად დღეს, 15 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. მოგვიანებით კი მათ განცხადებით მიმართეს უმაღელს საარჩევნო კომისიას, რათა საარჩევნო სია მოიხსნას. ენმ–ს წევრები აჭარაში - მას შემდეგ, რაც უსკო პროპორციულ საარჩევნო სიებს გააუქმებს- ოფიციალურად იტყვიან მანდატებზე უარს.

აჭარის 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში, ბარიერი ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადალახა, თუმცა "ენმ–ს" უარის შედეგად "ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მარტო რჩება.

ოპოზიცია და სამქოლაქო აქტვისტები, უკვე თვეზე მეტია, მიტაცებულ ხელისუფლებას, ბათუმის ქუჩებში უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი