კალაძის ახალი წელი და 13 ტენდერი-დისტანციურ კონცერტებსა და ფოიერვერკებში დახარჯული მილიონები

გამოქვეყნდა:

ქალაქში, სადაც ახალი წელი კორონაკრიზისის გამო მხოლოდ ერთეულებისთვის მოდის, მილიონობით ლარს კალაძე დღესასწაულებისთვის ფლანგავს. უფრო მეტიც, ქვეყანაში სადაც პური და ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი გაძვირდა, ქალაქის მერი 2022 წლის ახალი წლის ღონისძიებებზე ზრუნავს.

კახი კალაძემ გამარტივებული შესყიდვით 100 ათას ლარიანი ფოიერვერკი 31 დეკემბრის ღამისთვის შეიძინა. ასევე დახარჯა ნახევარი მილიონი ლარი სასცენო განათებისთვის, ლედ ეკრანისთვისა და საახალწლო კონცერტისთვის, რომელიც დისტანციურად ჩატარდება. 

უფრო მეტიც, ქალაქის მერმა უკვე იზრუნა ყველა იმ დღესასწაულზე, რომელიც კალენდარზე ჩანიშნულია, 13 ტენდერი გამოაცხადა და თითქმის სამი მილიონი დახარჯა. 

ყველა ეს შესყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვებს უჩენს, დარწმუნებული არიან, რომ ქალაქის მერი კორუფციულ გარიგებებს მწვანე შუქს უნთებს.

ამის დასტურად ერთი მარტივი ფაქტი მოჰყავთ. მაშინ, როდესაც ახალი წლის ღონისძიებისთვის ტენდერის ჩატარება შესაძლებელია, ქალაქის მერი რატომღაც პირდაპირი წესით შესყიდვას აცხადებს, რაც მხოლოდ ფორსმაჟორშია დასაშვები. 

კალაძე უხერხულობას არ გრძნობს და თვლის, რომ დისტანციური კონცერტები განწყობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, ცარიელი ქუჩებზე მილიონიანი განათებების ჩამოკიდებაზე დაწყებულ კრიტიკის ნიაღვარსაც ვერ იგებს. არ უნდა რომ გრინჩი იყოს და თანაქალაქელებს ახალი წელი მოპაროს, თუმცა ბიუჯეტიდან გაფლანგულ და მოპარულ მილიონებზე პასუხი არ აქვს. 

საახალწლო სამზადისში დახარჯულ თანხად ქალაქის მერს მინიმუმ 27 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის 100 ლარიანი საახალწლო კალათის გადაცემა შეეძლო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი