ცესკოში პარტიული სიის ჩახსნის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად მიმართავენ, რათა მათი მანდატები გაუქმდეს.
ოპოზიცია ამ გზით ოფიციალურად აფორმებს ბოიკოტს. პროცედურის თანახმად, ეს განცხადებები იივიდუალურად უნდა იქნას განხილული, რის შემდეგაც უნდა გადაეგზავნოს ბიუროს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ ყველას, ვინც განცხადებით მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს.
სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სხვა გზა არ დატოვა, გარდა ქუჩისა, მოსახლეობა ეცდება ქუჩიდან უთხრას თავისი სათქმელი ხელისუფლებას. ნდატებზე უარი ა არის რომელიმე პარტიის ახირება, ეს არის ხალხის დაკვეთა, - აცხადებს ენმ-ის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი.
"ქართულ ოცნებას" მოუწევს დათმობაზე წასვლა და საბოლოოდ, თვითონ გამოაცხადებს ვადამდელი არჩევნების თარიღს", - ამბობს ხათუნა კორძაია.
ბლოკში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში მისვლისთანავე გააფორმებენ ანალოგიურ განცხადებას და ბოიკოტს შეუერთებიან. მანდატებზე უარს ამბობენ ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები: "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო". რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, შალვა ნათელაშვილი პირველი იყო, ვინც მანდატებზე უარი საჯაროდ განაცხადა.