უმაღლეს საბჭოში შესული ჩავლეიშვილი ვერ წარმოადგენს პარტიას - რესპუბლიკელები

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელმაც მანდატის აღების გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო, ვერ იქნება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და მას პარტიის დატოვება მოუწევს, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ირაკლი ჩავლეიშვილის ყოფილი თანამოაზრეები ამბობენ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის თაობაზე ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო და ჩავლეიშვილს რესპუბლიკური პარტიიდან წასვლა მოუწევს.

"აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელმაც მანდატის აღების გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო, ვერ იქნება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და მას პარტიის დატოვება მოუწევს", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ირაკლი ჩავლეიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება გუშინ, 15 დეკემბერს გაასაჯაროვა და უმაღლეს საბჭოში შესვლა იმით ახსნა, რომ "დეპუტატი ქუჩაში არ უნდა იყოს".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი