ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება ფასილიტატორთა მონაწილეობით მორიგი, მე-5 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს და მანდატებზე უკვე ოფიციალურადაც ამბობს უარს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ დრო ჯერ კიდევ არის.
გუშინ გვქონდა სერიოზული საუბარი, დრო მიდის... ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. ბუნებრივია, ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს იმაზე, თუ რა არის წინსვლა, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს ფუნქციური და ლეგიტიმური პარლამენტი სჭირდება, - ამბობს კარლ ჰარცელი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ელოდებიან, როდის მოვა მოლაპარაკებაზე "ქართული ოცნება" რეალისტური წინადადებებით.
"მოლაპარაკების კარი სწორედ ქართულმა ოცნებამ ჩაკეტა" - ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ ამავე დროს, ხაზს უსვამენ, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს და მე-5 რაუნდისთვის მზაობას ადასტურებენ.