კალაძე პოლიტიკური პროდიუსერების ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი გახდა - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტს თავმჯდომარე ამბობს, რომ აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დედაქალაქის მერი "ორკესტრირებული შეტევის" მსხვერპლი გახდა. თალაკვაძის თქმით, "პოლიტიკურმა პროდიუსერებმა"ოპოზიციის მიერ მართული მედიით, დეზინფორმაცია გაავრცელეს.

არჩილ თალაკვაძემ დღეს დედაქალაქის მერის დაცვის ფუნქცია იკისრა და პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იის სამშენებლო პროექტები ჩამოთვალა, რომელიც მისივე თქმით კახა კალაძის მერობის შემდეგ განახლდა. საუბარია "ოლიმპიური ვარსკვლავის", "სვეტისა" და "ცენტრ პოინტის" შეჩერებულ მშენებლობებზე.

გარდა ამისა, თალაკვაძემ დღეს გაიმეორა ის, რასაც გუშინ მთელი დღე ამტკიცებდა მერი - რომ, აფრიკის დასახლებაში, იქ, სადაც სოციალურად გაჭირვებულებს სახლები ბულდოზერებით დაუნგრიეს, მიწები მიტაცებული იყო. 

თალაკვაძე ამბობს, რომ უკანონო განაშენიანება, დედაქალაქის განვითარების პერსპექტივას ამცირებს. თალაკვაძემ კალაძის ქველმოქმედებაზეც ისაუბრა:

კახა კალაძეს და მის ოჯახს აქვს წლებია საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება სწორედ ისეთ შეჭირვებულ ოჯახებს, ვისი სურათითაც გუშინ მოჰყადათ არგუმენტები და მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ თბილისში უკანონო განაშენიანება კლავს დედაქალაქის განვითარების პერსპექტივას" ამბობს თალაკვაძე.

მან მედიას მოუწოდა პროცესები ობიექტურად გააშუქონ და "ნუ მანიპულირებენ საზოგადოებაზე"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი