ოპოზიციამ მანდატებზე ოფიციალური უარი თქვა - გამონაკლისი მხოლოდ "გირჩი" და "მოქალაქეებია"

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, დღის განმავლობაში, საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად განაცხადა უარი. პროცედურა თითოეული დეპუტატისგან განცხადების დაწერას გულისხმობს, რომელიც გადაიგზავნება ბიუროში, ეს ორგანო კი მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ცესკოში პარტიული სიის ჩახსნის შემდეგ, ეს ოპოზიციის მორიგი ნაბიჯია, რათა ბოიკოტი იურიდიულადაც გაფორმდეს. 

მანდატებზე უარს ამბობენ ასევე ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ბლოკში "ძალა ერთობაშია", კერძოდ: "ევროპული საქართველო",  "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო".

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, შალვა ნათელაშვილი პირველი იყო, ვინც მანდატებზე უარი საჯაროდ განაცხადა. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი