სუს-მა 64 ათასი ლარი რომაული და იაპონური ფარდების შეძენაში დახარჯა

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების სამსახურმა რომაული და იაპონური ფარდები შეიძინა, რისთვისაც  64 ათასი ლარი დახარჯა.  გენერალური პროკურატურის შემდეგ, ავეჯის განახლება შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რისთვისაც 58 ათას ლარი დახარჯა, მათ შორის არის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი კომფორტული ავეჯიც.

"სუს-მა შეისყიდა 64 ათასი ლარის რომაული და იაპონური ფარდები, ასევე, რამდენიმე დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტმა იყიდა 58 ათასი ლარის ავეჯი. მათ შორის, ამ ამ ავეჯში არის უფროსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფუფუნების საგანი, მაგიდა, სკამები და ასე შემდეგ. სახელმწიფო ჩინოვნიკები იმის გამო რომ იყვნენ ფუფუნებაში, იმის გამო, რომ კაბინეტები მოიწყონ, ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს, მაშინ,რ ოდესაც ათასობით ადამიანი შიმშილობს, ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და კორონავირუსით ინფიცირებულები ვერ იღებენ სამედიცინო სერვისებს საავადმყოფოებში", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი კაპანაძე 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ავტომობილიც შეიძინა, რომლისთვისაც ჯამში 268 ათასი ლარი გამოიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი