მმართველი პარტიის ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე, ფაქტობრივად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებათა ახალ სერიას აანონსებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო საბოტაჟის მომწყობთა წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების მიზნით კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია და მომავალი კვირის ბოლომდე დამტკიცდება.
საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური პარტიები და მათი ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები ახორციელებენ, სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ინიცირებულია კანონპროექტის პაკეტი, რაც მომავალი კვირის ბოლომდე დამტკიცდება, - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
ასევე, საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსებიოს გარეშე დარჩნენ ან სახელმწიფო დაფინანსება ერთი წლით შეუჩერდეთ.