
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება არ იგეგემება. ამ თემაზე კითხვას მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.
"ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია თბილისი ენერჯისთან და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება. შეიძლება ბიზნესს ხარჯები ეზრდებოდეს, მაგრამ ამავდროულად ხედავდეს, რომ მომხმარებლის და ბიზნესების გადამხდელუნარიანობა არის საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ. არ არის მარტივი წელი", - ამბობს ნათია თურნავა.
2021 წლიდან კომერციულ კომპანიებს ბუნებრივი აირის გადასახადი 24 თეთრით გაეზრდებათ. ექსპერტები განმარტავენ რომ ტარიფის ცვლილება მომხმარებლებს არ ეხება, თუმცა ეს მოსახლეობისთვის შვება არ არის, რადგან შეიძლება პროდუქტზე ფასებმა აიწიოს.