"შავ სიაში" შეტანილი სახლების გადარჩენა, დაკავებულის გათავისუფლება - აფრიკის მოსახლეობა აქციებს იწყებს 

გამოქვეყნდა:

სახლების გარეშე დარჩენილი აფრიკის მოსახლეობა, საპროტესტო აქციებს იწყებს - ადგილობრივები, ხელისუფლებისგნ დანგრეული სახლების სანაცვლოდ საცხოვრებელს, "შავ სიაში" შეტანილი შენობების გადარჩენას და ერთერთი ადგილობრივის, ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. 

"პენსია გამოვიტანე 36 თვისა, დანარჩენში ბიჭები დამეხმარნენ... არ აფორმებენ და რა დროს გაყიდიან, ყველაფერი გაყიდეს... საერთოდ არსად არაფერი არ მაქვს, სოციალური გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამასაც მოხსნიან ", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი. 

აფრიკის მოსახლეობა ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს და ელოდებიან, რომ შეიძლება თბილისის მერიამ ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება და მათი საცხოვრებელი სახლებიც დაანგრიოს. 

შეგახსენებთ, რომ ვანო ფოცხვერაშვილი 15 დეკემბერს დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი