"ქართული ოცნება" ხელიდან არ უშვებს შანსს, თავს დაესხას მესამე სექტორს და ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა, - ასე აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციების კონტექსტში.
არასამთავრობოთა აზრით, ამ გზით მმართველი პარტია ცდილობს, მოასუფთავოს პოლიტიკური ველი მომავალი არჩევნებისთვის, რათა იქ არ დარჩნენ დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებიც პროცესებს დააკვირდებიან.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ამგვარი პოზიცია, რასაკვირველია, შემაშფოთებელია. მათივე აზრით, ასეთი აქტიური ბრძოლა არასამთავრობოებთან, იმ მზანს ემსახურება, რომ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, ზოგადად, მოსახლეობას, დაუმტკიცონ, რომ ისინი გაყალბებული კი არა, თავისუფალი არჩევნების შედეგად დარჩნენ ხელისუფლებაში.