ვანიშვილის ცოლი საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს გადასცა

გამოქვეყნდა:

8 თვის ფეხმძიმე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს თავშესაფარს სთხოვდა, ქართველ სამართალდამცველებს ოძისის ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადასცეს.

თამთა ადიკაშვილი უკვე გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, მისი მეუღლე კი ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააგრძელებს. მან უკვე მიიღო თვითაღიარებული ხელისუფლებისგან ე.წ. მოქალაქეობა. ოჯახი და თანასოფლელები ამბობენ, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილება წყვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი ცოლთან ერთად, ცხინვალში გადავიდა და ე.წ. ხელისუფლებას ე.წ. მოქალაქეობა სთხოვა.

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი