აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვანო ფოცხვერაშვილი, გირაოს გადახდამდე საპატიმროში დარჩება.

ფოცხვერაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის მსხვერპლია და მოსამართლეს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებასა და გირაოს თანხის შემცირებას თხოვენ. 

22 წლის ვანო ფოცხვერაშვილი 12 დაკვებულიდან, ერთდაერთია, ვისი სასამართლო პროცესიც გაიმართა - ოპოზიციის წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა და ლაშა ჩხარტიშვილმა, სასამართლოს დღეს პირადი თვადებობის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა სასამართლომ არც მათი თავდებობა გაითვალისწინა.

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ფოცხვერაშვილის დაკავება უსამართლო იყო და გირაოს ოდენობაც არაადეკვატურია.

"ის მოგერიების რეჟიმში იყო, იცავდა საკუთარ თავს და თანამოქალაქეებს დ ორსულ გოგონას, ის არ უნდა დაეპატიმრებინათ, გახდა მსხვერპლი. თანხის ოდენობა არარეალისტურია, ეს არის ზეწოლა ამ ოჯახზე" , – ამბობს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი

"საიას" ადვოკატი ამბობს, რომ მათი ინიციატივა იყო, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მაინც გადაწყვეტდა ფოცხვერაშვილისთვის რაიმე სახის ღონისძიების მიყენებას, გირაო ყოფილიყო მინიმალური – 1000 ლარი, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაცვის მხარე ითხოვდა ფოცხვერაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას, რადგან მათი თქმით, ფოცხვერაშვილს არ ჰქონდა არანაირი დანაშაული.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატუა პატიმრობას ითხოვდა. ადვკატის ინფორმაციით კი, საქმის მასალებში ჯერ მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებები დევს, რომლებმაც ფოცხვერაშვილი დააკავეს. 

საქმის პროკურორის თქმით, პროცესზე ბრალდებულმა, გარკვეულწილად აღიარა დანაშაული : "დეტალებზე ბრალდებულს არ უსაუბრია, თქვა რომ ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა რას აღიარებს, ამ დეტალებზე გადაწყვიტეს, რომ შემდგომ ესაუბრათ" – ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.

ფოცხვერაშვილს ბარლი 351-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალს არც ოჯახის წევრები და არც მისი მეგობრები არ ეთანხმებიან.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი