თბილისის მთავარი ნაძვის ხის ღონისძიების დასრულების შემდეგ თბილისის მთავარი გამზირი დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც რიგითმა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს კახა კალაძისთვის კითხვის დასმა, როდის აპირებს მერი აფრიკის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნას.
ერთერთმა მოქალაქემ კახა კალაძეს შეახსენა, რომ აფრიკის დასახლებაში მან 600 პოლიციელი მიიყვანა, რაზეც მერმა უპასუხა, "ქურდები და ყაჩაღები ხართ".
მერის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათებაზე 700 000 ლარი დაიხარჯა.
"განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. რაც შეეხება განათებებს, დღეს მთელი ღამი სგანმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან, როცა კომენდანტის საათი დაიწყება, განათებები იქნება ჩამქრალი, ნაძვის ხის გარდა", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე გაანათა და კორონავირუსს ომი გამოუცხადა. თბილისის მერიამ საახალწლო განათებებში 2 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური მიზეზით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, საახალწლო კონცერტები კი 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.