23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის დახურვის გამო, ოჯახი და უფლებადამცველები აპირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ. ადვოკატებმა საქმის შეწყვეტის შესახებ წერილობითი ცნობები უნდა ჩაიბარონ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედეონ.
იმდენად მალე უნდოდათ, რომ დაეხურათ ეს საქმე და ელოდებოდნენ არჩევნებს და წელავდნენ. სტრასბურგამდე მივალთ, იმიტომ, რომ მაქვს ბევრი მტკიცებულებები, ელექტროშოკები, ბაჭულაშვილმა, რომ დაგვირეკა და გვითხრა, თქვენი შვილი შარშია..... მაღალი ეშელონებიდან არის ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული, რომ ყოფილიყო აქამდე იპოვიდნენ", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი
უფლებადამცველები პროკურატურის მიერ საქმის დახურვას ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან საქართველოში სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ბოლომდე იბრძოლებენ.
"ჩვენ ამ საქმის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით, ასევე ვაპირებთ ეს დადგენილება გავასაჩივროთ ადგილობრივ დონეზე და შემდგომ მოხდეს ეს გასაჩივრება, არ გვაქვს იმისი მოლოდინი, რომ აქ მივაღწევთ რამეს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.
აქვე გეტყვით, რომ გუშნი, 17 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და განმარტეს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.