
აფრიკის დასახლებაში უკიდურესად შეჭირებული ოჯახებისთვის ძლივს აშენებული სახლების დანგრევისთვის რამდენიმე მოქალაქემ პასუხი მოსთხოვა თბილისის მერს, რომელიც პარლამენტთან საახალწლო ნაძვისხის ასანთებად იყო მისული. მოქალაქეებს ასევე აინტერესებდთან შეუქმნიდა თუ არა საახალწლო განწყობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც კოვიპანდემიის დროს და შუა ზამთარში მიადგნენ მძიმე ტექტნიკით შენობების დემონტაჟისთვის.
რეპლიკას შელაპარაკება მოჰყვა და მერმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აფრიკაში მცხოვრებლებს გამოესარჩლნენ, ქურდები და ყაჩაღები უწოდა. საბოლოოდ მათი კითხვები კალაძემ უპასუხოდ დატოვა.
"ქურდები და ყაჩაღები ხართ, მოდი ვილაპარაკოთ", - თქვა მან.
მოქალაქემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მერი ხელფასს მათ შორის მისი დადებული ფულით იღებს და 600 პოლიციელი აფრიკის ნაცვლად ჯობდა საოუკპაციო ხასთან მიეყვანა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.