26 დეკემბერს დავაფუძნებთ პარტიას, რომელსაც ისევ "გირჩი" ერქმევა - ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ერთის ნაცვლად ორი "გირჩი" - ზურა ჯაფარიძე ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირეს. მისი თქმით, ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება და პარტიას ისევ "გირჩი" ერქმევა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ "გირჩში" ის ადამიანები გაწევრიანდებიან, ვინც ზურა ჯაფარიძის თქმით, ეს პლატფორმა შექმნა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნბილები არ იყვნენ.

"ჩვენ გავიყავით, 26 დეკემბერს სამ საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც დაფუძნდება ახალი გირჩი და გავაგრძელებთ გირჩის კეთებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით. იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აკეთებდა წლების განმავლობაში გირჩს და მიუხედავად ამისა არ ჩანდნენ მედიაში, ტელეეთერებში. იქნებიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ძალიან წარმატებული პოლიტიკოსები", - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემებრს ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი