დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს ქვეყანაში კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი 2002. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინიფიცრებულთა დღიური მაჩვენებლი იკლებს, იგივე ტენდენცია ამ შემთხვევაში არ მეორდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.