"ოცნება" ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით თამაშობს და ოპოზიციას სჯის –NGO–ები კობახიძის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის ინიცატივას, დაფინანსების შეწყვეტაზე და რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ პარტიებისთვის, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, მესამე სექტორი არადემოკრატიულად აფასებს.

" ქართული ოცნება მსჯელობს ამ ინიციატივაზე თვითონ იმ პარტიების მონაწილეობის გარეშე, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს ინიციატივა, ამ თვალსაზრისით ეს არის მკვეთრად არადემოკრატიული. მიზანი ამ ინიციატივის არის არა რაიმე კანონმდებლობის დახვეწა, არამედ დასჯა და მუქარა ოპოზიციური პარტიების, რადგან ისინი არიან ბოიკოტში." , – ამბობს "დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე

არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციის დასჯად და მუქარად აღიქვამენ.

"ქართული ოცნება კვლავ არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ მოთამაშე ორგანო, რომელიც ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს ოპოზიციური პარტიების მისამართით, ჩვენ ასე აღვიქვამთ იმ დაინიცირებულ კანონპროექტებს, რაზეც "ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ." , – ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

ირაკლი კობახიძის მუქარას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, არასამთავრობო სექტორი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისედაც უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური კრიზისის ფონზე, მმართველი გუნდის დაანონსებული რეპრესიები, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი