შეიძლება დღესაც გააგრძელონ ნგრევა, შიში გვაქვს ყოველდღე – აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები ისევ ნგრევის მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, თბილისის მერია ტერეტორიაზე დემონტაჟის გაგრძელებას გეგმავს. მათი თქმით, ზოგიერთ მოსახლეს სახლების დაცლისთვის დრო 18 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა არ დააცადეს.

"არც ის დააცადეს, რომ თავიანთი ხელით დაეშალათ ის ბლოკი, რომ რამეში გამოეყენებინათ, იყო ლაპარაკი, რომ დღესაც უნდა გააგრძელონ დანგრევა, შეიძლება ჩვენიც აღმოჩნდეს, არ ვიცით, იმის შიში გვაქვს ყოველდღე, რომ შეიძლება დაანგრიონ" , – ამბობს აფრიკის დასახლების მცხოვრები, ორომსიმ ბორბორიანი.

უკვე უსახლკაროდ დარჩენილი მაცხოვრებლები კი მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

"ყოველ დღე მთელი ზაფხული მოდიოდნენ, დადიოდნენ, სურათებს უღებდნენ, შესყიდვა უნდოდათ, ვეღარ გაგვიგია ჩვენც, თუ იკადრებს, რომ შეგვხვდეს პირადად, მინდა შეხვედრა მე კალაძესთან" , – ამბობს აფრიკის დასახლების მკვიდრი.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი