მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 75 034 395 ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილია 1 663 740 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 42 422 579.

მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეული შემდეგია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით კი: ამერიკა, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა, იტალია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი