ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის სიმპტომები დედა თეოდორას, ოთხი დღის წინ გამოუვლინდა.
პირველ ეტაპზე, მას შესაბამისი კვლევა, სწრაფი ანტიგენის ტესტით ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით კი კორონა ვირუსი, PCR კვლევით დაუდგინდა. ამ ეტაპზე, დედა თეოდორას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სტაციონარში გადაყვანა არ ესაჭიროება.
მონასტრის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, საეკლესიო პროდუქტის მაღაზიები არ გაიხსნება.
ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვრის ინფიცირების წყარო, ცნობილი არ არის.
ჯერჯერობით, კორონა ვირუსის სიმპტომები, წინამძღვართან კონტაქტში მყოფ, მონასტრის არცერთ წევრს არ გამოვლენია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ია გულიაშვილი.