„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის"-გახარიამ ერთპარტიულ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა

გამოქვეყნდა:

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” -ასე ქვია სამთავრობო პროგრამას, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გახარიამ რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს წარუდგინა

მთავრობის ადმინისტრაციის ნფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა:

პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

  • ∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;
  • ∙ ეკონომიკური განვითარება
  • ∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
  • ∙ სახელმწიფო მმართველობა

თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი", - ნათქვამია პროგრამაში.

გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობაც წარუდგინა, სადაც მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი