ერთმა პიანინოო, მეორე გინეკოლოგის სავარძელს მოითხოვს, ალბათ... - გუგავა პარლამენტზე

გამოქვეყნდა:

გიორგი გუგავა ლეიბორისტული პარტიიდან, მთავარ არხზე, გადაცემაში დღის სტუმარი ამბობს, რომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, ჩვენს მოკავშირეებს უნდა მოვთხოვოთ, რომ აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რადგან არალეგიტიმური პარლამენტი, მისი თქმით, "მილიონერთა და მასხარათა კლუბია". 

არალეგიტიმური პარლამენტი არის მილიონერთა და მასხარათა კლუბი - ასეთი საოცარი სინთეზია. მილიონერებნი გასაგებია და, მასხარებს რაც შეეხება, ერთი პიანინოს ითხოვს იქ, რომ დაუკრას, მეორე, ალბათ, გინეკოლოგის სავარძელს მოითხოვს, მესამე - კალათბურთის, სხვა კიდევ - რაგბის მოედანს, სამსახიობო არენა კი აქვთ და იმასხარავებენ იქ, მაგრამ ასე, მასხარაობაში, დაანგრევენ და გამოხრავენ ამ ქვეყანას, - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის უკუსვლა შეჩერდეს, საერთაშორისო მოკავშირეებს რეაგირება უნდა ვთხოვოთ. 

რითაც ჩვენ დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციისთვის ღირებულნი ვართ, ისაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვის მებრძოლ ერად ვრჩებით და ივანიშვილმა ეს სახე დაგვაკარგინა. როგორც კი ამას შევეგუებით, პოლიტიკური სისტემით ვხდებით უკვე რუსეთის ნაწილი და, 21-ე საუკუნეში სულაც არაა აუცილებელი, ტანკები ამოქოქო და თბილისამდე ჩამოხვიდე: ოკუპაცია მოხდება თავისთავად - მენტალურად, სისტემურად და, რუსი ოლიგარქი, რომელიც აქ მამამზედ გამოგვიცხადეს, კი გვიზის აგერ და კაკოია თაბაგარის ფუნქცია აქვს შეთავსებული ლაშა ნაცვლიშვილს,რომელმაც სულიწმინდად გამოაცხადა ივანიშვილი, - თქვა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ახალ სახეებს შორის არიან თავიანთ სფეროში ცნობილი ადამიანები და მათ შორისაა პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელმაც თქვა: პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და დავუკრავ...

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი