"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების კონსულტაცია დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ოპოზიციის წევრები დარწმუნებული არიან, რომ "ქართულ ოცნებას" ხელახალი არჩევნების ჩატარება მოუწევს.
"ერთიანი პოზიციაა უდიდესი ნაწილის სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება და ამის გარშემო არის გაერთიანებული პოზიციები. პოზიციები არც შეწყვეტილა სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან და ამიტომ სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ განგრძობითად იქნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების რეაქცია ამაზე და ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება, რომ ქვეყანას ზიანი ავაცილოთ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები სამოქალაქო პროტესტისთვის ემზადებიან, თუმცა, ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, აქციები არ იქნება.
"გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. თუ მანამდე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხერხდა ვადამდელ არჩევებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თუ არ მოხერხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო, მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთერთი დემოკრატიული ფორმა", - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.
აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე, ბარიერგადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''.
სიის ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს პარტია "მოქალაქეები''. ისინი მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან. ორად გაყოფილი "გირჩიდან" კი, განცხადება ჯერ მხოლოდ ზურა ჯაფარიძემ დაწერა.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: