კვაზი–ხელისუფლებამ, კვაზი იგენი გააკეთა – გოგი წულაია ქუთაისის და ღვანკითის ინფრასტრუქტურაზე

გამოქვეყნდა:

ქართულმა ოცნებამ 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, მუნიციპალიტეტებში საოცნებო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო.

თერჯოლის ახლადარჩეული მერი, ლაშა გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ყველაზე ცნობად და კომიკურ პირად ერთ დღეში იქცა, რადგან მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე კვადრატი თუნუქის ფირფიტებისგან შეფუთული მოედნის გასახდელი საგანგებოდ გახსნა და ოტომასალა მუნიციპალტეტის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა.

თერჯოლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გასახდელი მათ სოციალურ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. 

 

"გასახდელი საერთოდ რაში გვჭირდება, საერთოდ სისულელე იყო მაგის გაკეთება, მითუმეტეს ღვანკითში. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი... ჩვენზე არავინ ფიქრობს, ყველას გვიჭირს...  გლეხისთვის მაინც არაფერი არაა, შიმშილობაა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა... ვერანაირ დახმარებას ვერ ვღებულობთ, სტადიონი ვერ გვიშველის..." , – ამბობენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები

ქილიკისა და იუმორის მიზეზი გახდა ქუთაისში, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, იქ სადაც ათობით მრავალსართულიანი კორპუსია აშენებული, მიკრო სპორტული ტრენაჟორები. სავარჯიშო "ინფრასტრუქტურა" აქ დაახლოებით 4 კვადრატულ მეტრზე დაამონტაჟეს.

 

"ამ კვაზი ხელისუფლებამ, კვაზი იგენი გააკეთა, სპორტდარბაზები დაკეტილია, კორონა გადაედებაო და ასე ახლოს რომ გააკეთეს ეს, აქ არ გადაედება კორონა? " , – ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე გოგი წულაია

ქუთაისში "ენმ"–ს თავმჯდომარე გიგა შუშანია კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფული მოაკლო, იმისთვის, რომ არჩევნების გასაყალბებლად ბიუჯეტიდან მოპარული თანხა ამოიღონ.

როგორ გამოიყურება გასახდელი ღვანკითში - ფოტოები .

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ფეისბუქიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ღვანკითის სპორტული მოედნის გასახდელი დაათვალიერა, მალევე წაშალა.

გადაწყვეტილება სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფორმაციას სოციალურ ქსელში კრიტიკა ქილიკი მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი