
გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანს ჩაანაცვლებს, მის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
ქონებრივ დეკლარაციაში, ლორთქიფანიძეს უფიქსირდება არასაცხოვრებელი კომერციული ფართი ფოთში, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი სენაკში, ბინა თბილისში.
დეკლარაციის შევსების დროს, 2020 წლის 29 თებერვალის მონაცემებით, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მისი 1 წლის ანაზღაურება ჯამში 70237,44 ლარი იყო.
გარდა ამისა, ლორთქიფანიძე შემოსავალს იღებს ლექტორობიდანაც.
გასავალში კი მითითებული აქვს საბანკო სესხი და შვილების სწავლის ხარჯი.
ქონება და საბანკო ანგარიშებზე თანხა უფიქსირდება მის მეუღლესაც.
შეგახსენებთ, რომ გახარია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უცვლელს ტოვებს. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რადგან თეა წულუკიანმა პარლამენტში გადაინაცვლა.
შემადგენლობა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტს ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო 24 დეკემბერს დაამტკიცებს.