განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ იყოფა

გამოქვეყნდა:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ იყოფა. "ქართული ოცნება" დღეს უკვე აღიარებს, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როდესაც განათლება და კულტურა გააერთიანა - ისედაც თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც გავაერთიანეთ - თქვა დღეს გია ვოლსკიმ.

ჯერჯერობით უცნობია როგორ და რა ფორმით მოხდება სამინისტროს გაყოფა და სად დარჩება სპორტი. იმისთვის რომ სტრუქტურული ცვლილებები მოხდეს, პარლამენტს მთავრობამ ცალკე საკანონმდებლო ინიციატივა - სტრუქტურული ცვლილებების შესახებ უნდა წარუდგინოს. 

უწყების გაყოფით ქვეყანაში 12 სამინისტრო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი 2018 წელს, შეუერთეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი