გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ახალი სახე გოჩა ლორთქიფანიძეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანს შეცვლის.
"ოცნების" მთვარობის ახალი შემადგენლობა ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა.
მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტს მომავალ კვირას მოუწევს.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მინისტრთა კაბინეტი არ იცვლება, რადგან ეს შემადგენლობა ეფექტურია და ყველა პრობლემას უმკლავდება:
მინისტრთა კაბინეტი ამ პერიდოში მუშაობდა ეფექტურად და ამ დაავადებით გამოწვეული ყველა პრობლემა არის კონტროლის ქვეშ. გამომდინარე აქედან, რადიკალური ცვლილებების გატარება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი იმიტომ რომ მინისტრთა კაბინეტი მუშაობს გამართულად და ეფექტურად - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
მთავრობაში იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც. საუბარია განათლებისა და კულტურის გაერთიანებული სამინისტროს ისევ განცალკევებაზე- ისედაც თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც გავაერთიანეთ - ამბობს გია ვოლსკი
ამ სტრუქტურული ცვლილებებისთვის პარლამენტს ცალკე საკანონმდებლო ინიციატივა - სტრუქტურული ცვლილებების შესახებ უნდა წარუდგინოს მთავრობამ და მინისტრის კანდიდატურაც ამის შემდეგ დასახელდება.
დღესვე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ერთპარტიულ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა