სპეცოპერაცია ლარის გადასარჩენად - ეროვნული ბანკის გეგმას ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ

გამოქვეყნდა:

ოპერაცია ლარის გადასარჩენად. ეროვნული ბანკი  სავალუტო აუქციონზე დღეს კიდევ 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. ეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება ეროვნული ვალუტის გადარჩენის. წინა მცდელობებისას, როცა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონის ინტერვენცია მოხდა ლარს არაფერი ეშველა და ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიული ანტირეკორდის, პიკს აღწევს.  ექსპერტები ლარის დღევანდელ მდგომარეობას უმძიმესს უწოდებენ  და აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ჩარევები ვალუტას  ვერ გადაარჩენს,  მათი თქმით მთავრობას უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა , რომელიც პირველ რიგში ბიზნესს საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს.

"ეს ინტერვენცია შეიძლება აისახოს რამდენიმე დღიან პერიოდში მაგრამ ლარის გაუფასურება პირდაპირ მიბმული არის იმ კრიზისთან,რაც ქვეყანაში ხდება დაავადების გავრცელების მხრივ, რადგან ეკონომიკაა გაჩერებული.

მთავრობამ პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს,არის ფართომასშტაბიანი გეგმის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება, რომ ადამიანებს ეს სამთვიანი კრიზისული ეტაპი გადააგორებინოს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით,"- აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი. 

ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, მთავრობამ ახლავე უნდა დაიწყოს მკვეთრი ეკონომიკური რეფორმები, უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება ყველასთვის და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორისთვის. მისი აზრით, ასევე უნდა გაუქმდეს ყველას რეგულაცია, რომელიც მთავრობამ ბოლო წლებში მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი