დღეს საქართველოში კორონავირუსისგან უფრო მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 175 842  გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ინფიცირებულებისას - 1 412-ით; ამავე პერიოდში რეკორდულად ბევრი - 53 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 206 907 
  • გამოჯანმრთელებულია - 175 842 
  • გარდაცვლილია - 2 055 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 465
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 971
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  6 553

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი