300-ლარიან კომპენსაციას მეტი ადამიანი მიიღებს - შემოსავლების სამსახურის განცხადება

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფართოვდა ერთჯერადი, 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. 

ახალი დადგენილების მიხედვით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად ხელფასის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩარიცხვა აღარ განიხილება.

პირებს, რომლებსაც ამ წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება არ მიუღიათ დამქირავებლისგან (შეზღუდვების გამო), ეკუთვნით 300 ლარიანი კომპენსაცია.

"კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან  24 დეკემბრამდე პერიოდში", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდის დამქირავებელი განცხადების ამ ფორმით.

17 დეკემბრის მონაცემებით, ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად 54 000 განაცხადი დაკმაყოფილებულია, როგორც ეს პრემიერმინისტრმა თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი