პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, სიტუაცია სერიოზულია - ჰარცელი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ მედიასთან ოპოზიციასა და ხელისუფელბას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და პოლიტიკურ კრიზისზე განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, სიტუაცია სერიოზულია და ყველას მოუწოდებს ეს მომენტი შედეგის მისაღწევად გამოიყენონ.

"ახლა მე ვერ ვხედავ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარეები ფოკუსირებას მოახდნენ იმაზე, რომ დასხდებიან და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია, სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს. როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება მაშინ, როცა დრო მიდის იმაზე სწრაფად ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო.  ეს ჩემთვის შემაშფოღებელია ვფიქრობ, რომ სიტუაცია სერიოზულია და მოვუწოდებ ყველას, გამოიყენონ მომენტი რათა შეაფასონ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებაში მიიღონ. როგორც ფასილიტატორები მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, მოხარული ვარ, რომ ყველა მხარე მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკება, მაგრამ მათ ასევე უნდა გადაწყვიტონ რაზე უნდა ილაპარაკონ და როგორ მიაღწიონ შეთანმხებას", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

შეგახსენებთ, რომ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ამ დრომდე უცნობია. ოპოზიცია აცხადებს, რომ კიდევ ერთი შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ მმართველ გუნდთან საუბარი რაიმეს შეცვლის.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან ელჩის განცხადებაზე პასუხს ელოდება.

ელჩი, ასევე, გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში ოპოზიციის წინააღმეგ ინიცირებულ ორ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაცია უუქმდება, ოპოზიციურ პარტიებს კი, რომელბიც პარლამენტში არ შედიან დაფინანსება. ჰარცელმა აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყებს და შემაშფოთებელია.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა სენატრომა ჯიმ რიშმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი