ბუწაშვილი რემდესივირზე: თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია, რას ვეუბნებით პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია 4 000 დოზა

გამოქვეყნდა:

"ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით წერს, რომ მისი ეფექტურობა სათუა, რადგან გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯერ უნდა დააკვირდნენ, "გაამართლებს" თუ არა პრეპარატი და თუ კი, მხოლოდ ამის შემდეგ შემოიტანენ დამატებით დოზას. 

"...გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ "გაამართლებს", ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო: 

  1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, "გაამართლებს" თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?

  2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს?  - "ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა"...", - წერს ბუწაშვილი. 

ბუწაშვილი კითხვას სვამს, რა არის პრეპარატის შემოტანის მიზანი - მისი სამკურნალო, თუ საკვლევი მიზნებისთვის გამოყენება.

"წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ "გაამართლას"? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა.? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?",  - ვკითხულობთ Facebook პოსტში.

მაია ბუწაშვილის აღნიშნულ პოსტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, უპასუხა

ცერცვაძის შეფასებით, პროტოკოლში ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი რემდესივირის შესახებ და, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რისი თქმა სურდა ბუწაშვილს: 

"ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას. რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი", - წერს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ როგორც 17 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი