სენატორ რიშის შემდეგ, ველით იგივე განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც - ანალიტიკოსები

გამოქვეყნდა:

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სენატორ ჯიმ რიშის განცხადება, შესაძლოა, საქართველოში ვადამდელი არჩევნების წინაპირობა იყოს. მათ მიაჩნიათ, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პათოსს სხვა სენატორებიც გაიზიარებენ და არ გამორიცხავენ, რომ მალე მათი განცხადებებიც გავრცელდეს.

მათი აზრით, საბოლოოდ, საქართველოში ოპოზიციის დევნაზე პოზიციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც დააფიქსირებს.

"სენატორ რიშის ეს გზავნილი არის ნათელი დადასტურება იმისა, როგორ უყურებს აშშ-ს პოლიტიკური ელიტა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორ უყურებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მას მოყვება სხვა კონგრესმენებისა და სენატორების განცხადება, ველოდები განცხადებებს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შინაარსის განცხადებას მოვისმენთ ევროპარლამენტისგანაც. შესაბამისად, ეს იქნება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის შედეგი იქნება რიგგარეშე არჩევნები", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში "ენმ"-სთვის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას დღეს გამოეხმაურა. მისი თქმით მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

აქვე გეტყვით, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი