აუდიტის სამსახური ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობაზე ანგარიშს აქვენებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერაციამ 903 544 ლარი სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე გახარჯა. აუდიტის ანგარიში 2017-19 წლებს მოიცავს.
"სპორტული ღონისძიებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული დაფინანსების პირობებში გაიხარჯა საბიუჯეტო რესურსები, რამაც ფედერაციის საკუთარ ბიუჯეტში წარმოშვა დამატებით 903,544 ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრები ფედერაციამ გახარჯა სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე, რამაც წარმოშვა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკები", - წერია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხელშეკრულებით არ არის იდენტიფიცირებული და შედეგად, გაუმჭვირვალეა ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის, FIDE-ის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების საფუძვლებიც.
იმავე საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები შესყიდვების ნაწილშიც აღმოაჩინა.