"რესპუბლიკური" პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებას არ აღიქვამს სერიოზულად და მას უყურებს, როგორც "სახლობანას" თამაშს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.
ყველაფერმა აჩვენა, რომ ეს ხელისუფლება არ უყურებს მოლაპარაკებებს სერიოზულად და აღიქვამს, რომ არავინ არ დათმობს მანდატებს, არავინ არ წავა სიების ჩახსნის ნაბიჯზე და უყურებენ, როგორც სახლობანას თამაშს, ასე მგონია, იმიტომ, რომ არ აღიქვეს ეს მოლაპარაკებები სერიოზულად, მანამ სანამ ოპოზიციამ არ შეასრულა საკუთარი სიტყვა, ამიტომ ახლა ისინი გაშიშვლდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გამოჩნდა, რომ უკვე ისინი, არა მხოლოდ ოპოზიციას ებრძვიან პირდაპირ საქმით, სიტყვით, ყველაფრით, ამბობენ, რომ გაგაქრობთ, დაფინანსების მოხსნა, რეგისტრაციის მოხსნა, აკრძალვა საკუთარ ამომრჩეველთან ლიდერის მიმართვისა, ეს არის ის, რომ გაგაქრობთ ოპოზიციასო, აი ამას გვეუბნებიან", - თქვა ხათუნა სამნიძემ
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
აქვე გეტყით, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.
აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე, ბარიერგადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: